www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ბევრილი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

შპს "ბევრილი რითეილ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქ. ფოთში მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებელთა მომსახურება;
** პროდუქციის თვისებების და მახასიათებლების ცოდნა;
** პროდუქციის ვადიანობის კონტროლი; ვადაგასული ან ვადამიწურული პროდუქციის თაროებიდან ჩამოხსნა და დისტრიბუციისთვის მისი უკან დაბრუნების მოთხოვნით მიმართვა;
** სალაროს ოპერაციების შესრულება;
** ყოველ რეალიზებულ პროდუქტზე სალარო აპარატიდან ჩეკის ამოღება და მომხმარებლისთვის გადაცემა;
** სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.

პიროვნული მახასიათებლები:

** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** მოტივირებულობა.

სამუშაო განაკვეთი: თვეში 15 დღე
ანაზღაურება: 320 ლარიდან 400 ლარამდე (ხელზე ასაღები)

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე amiran@bevrili.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595035410



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |