www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საერთაშორისო ოფისების განვითარების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: აპტოსი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

კომპანია " აპტოსი" წარმოადგენს ესთეტიკის დარგის ლიდერ კომპანიას, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე მსოფლიოს 100 ქვეყანაში. კომპანია ფლობს 4 გლობალურ ოფისს თბილისში, ბერლინში, პრაღასა და მოსკოვში.

კომპანია "აპტოსი" ეძებს საერთაშორისო ოფისების განვითარების ხელმძღვანელს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** "აპტოსის" ქვეყნების ხელმძღვანელებთან რეგულარული კომუნიკაცია, ბაზრების სიტუაციური ანალიზი ახალი შესაძლებლობების გამოვლენისა და მართვის მიზნით;
** ქვეყნის ხელმძღვანელებთან ერთად მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის განსაზღვრა "აპტოსის" საერთო გეგმებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე;
ქვეყნის ხელმძღვანელებთან ერთად "აპტოსის" ქვეყნებსა და რეგიონებში ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ჩამოყალიბება კომპანიის სტრატეგიული მიმართულების შესაბამისად;
** "აპტოსის" ქვეყნებში პოტენციური კლიენტების გამოვლენა და მათთან მჭიდრო, გრძელვადიანი, საქმიანი ურთიერთობების დამყარება;
** "აპტოსის" ქვეყნების ხელმძღვანელებთან ერთად ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენინგების, კონგრესებისა და სხვა საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
** "აპტოსის" ქვეყნების ხელმძღვანელების მხარდაჭერა ადგილობრივი პროექტების განხორციელების მიზნით, მხარდაჭერა ფინანსური მიზნების მიღწევასა და კონტროლში;
** ქვეყნების ხელმძღვანელების მხარდაჭერა მარკეტინგისა და სპეც. წინადადებების მომზადებაში "აპტოსის" მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად;
** ქვეყნების ხელმძღვანელების მხარდაჭერა ტრენინგების მომზადებაში "აპტოსის" ტრენინგების დეპარტამენტთან სრულ კოორდინაციაში;
** ქვეყნების ხელმძღვანელების მხარდაჭერა ახალი ბრენდების მოზიდვა-მართვაში, მომწოდებლებთან აქტიური კომუნიკაცია, ტრენინგები და აქტივობები;
** ქვეყნების ხელმძღვანელების მხარდაჭერა ფინანსური ანალიტიკის მართვის პროცესში (მოგება-ზარალი, "cash flow" და ა.შ) "აპტოსის" ფინანსურ დეპარტამენტთან ერთად;
** ქვეყნების წლის ბიუჯეტის შედგენა-მართვაში მონაწილეობის მიღება.

აუცილებელი განათლება და გამოცდილება:

** მსგავს სფეროში (უცხოეთის ქვეყნებსა და საქართველოში არსებული ოფისების მართვა) მუშაობის მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება;
** საკუთარი გუნდისა და სხვა დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის ეფექტური კომუნიკაცია;
** უმაღლესი განათლება ბიზნეს მენეჯმენტის, მარკეტინგის, მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების გამართული ცოდნა; დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით ექსელის.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** მიზანზე ორიენტირებული ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
** პროექტების მართვის გამოცდილება;
** ბიზნეს მენეჯმენტისა და კომერციის უნარ ჩვევები.

ჩვენ გთავაზობთ: კორპორაციული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო პაკეტი.

დაინტერესების შემთხვევაში, 6 თებერვლამდე გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელფოსტაზე: hr@aptos.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: საერთაშორისო ოფისების განვითარების ხელმძღვანელი.

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |