www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ნეოფარმი+
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

კომპანია "ნეოფარმი+" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

"ნეოფარმი+" არის გამოცდილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და საწარმოო მიმართულებით. იგი აფართოებს და ზრდის აქტივობის არეალს ყოველდღიურად. მისი სააფთიაქო ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ ფილიალს და სამ ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. "ნეოფარმი+" მუდმივად ახდენს საკუთარი სააფთიაქო ქსელის განვითარებას. კომპანიის მიზანს წარმოადგენს, მომხმარებელთათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის კვლევის წარმოება და ბაზარზე არსებული მოთხოვნების/გამოწვევების შესწავლა, აქტუალური საბაზრო ტენდენციების ანალიზი;
** გამოწვევებისა და შესაძლებლობების დადგენა და ანგარიშგება;
** ბრენდის/პროდუქტების მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა;
** ბრენდის ეფექტური წარმოჩენის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა, იდეების შემუშავება;
** გაყიდვების დინამიკაზე დაკვირვებით, შესაბამისი ანგარიშების წარმოება, აქციების დაგეგმვა;
** კომპანიის სტრატეგიული მარკეტინგული გეგმის განხორციელება და კონტროლი;
** სოციალური მედიის და ვებგვერდის მენეჯმენტი, განვითარებაზე ზრუნვა;
** კომპანიის PR სტრატეგიის შემუშავება;
** მერჩენდაიზინგის კონცეფციის დაგეგმვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება( სასურველია, მარკეტინგის მიმართულებით);
** მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სოციალური ქსელის მართვის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office პროგრამების გამართულად ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** შემოქმედებითი აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრეზენტაციების მომზადებისა და ეფექტურად წარდგენის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@neopharmi.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება -"მარკეტინგის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

"ნეოფარმი+" გისურვებთ წარმატებას!

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ნეოფარმი+"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე განცხადების განხილვის ეტაპზე, რაც მოიცავს, კანდიდატის მიერ გამოგზავნილ CV-ში და მის თანდართულ დოკუმენტებში ასახულ მონაცემებს (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები") შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე განაცხადის შენახვის და განხილვის, ასევე კანდიდატის შერჩევის პროცესში დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.

თუ გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, მოახდინოს მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: hr@neopharmi.ge, ტელ: 577 545 097

კანდიდატის პერსონალური მონაცემების გაგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და წინააღმდეგი არ არის პერსონალური მონაცემი შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახული იქნას ზემოთ მითითებული მიზნით და ვადით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |