www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფასო ტრენინგ კურსები - მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის
მომწოდებელი: ფონდი კრისტალი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

"ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" USAID-ის პროგრამის "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ფარგლებში აცხადებს მიღებას უფასო ტრენინგ კურსებზე "მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის".

ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

** მეწარმეობის და ბიზნესის დაწყების მსურველ 16-დან 29 წლამდე ასაკის ქალებს;
** 16-დან 29 წლამდე ასაკის მეწარმე ქალებს.

COVID-19-ის ეპიდემიიდან გამომდინარე ამ რაუნდის ტრენინგები ჩატარდება ონლაინ და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ახალგაზრდა ქალს ნებისმიერი ქალაქიდან თუ რეგიონიდან.

ტრენინგები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

** მეწარმისთვის საჭირო უნარების განვითარება და ინსტრუმენტები;
** როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად;
** "ბიზნეს მოდელის ტილოს" შექმნა;
** ბიზნეს პროექტის წერა;
** ფინანსური დაგეგმარება.

"მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის" ტრენინგკურსი 2 დონეს მოიცავს.

** 1-ელი დონე შედგება 4 ტრენინგ-სემინარისგან. აქ მონაწილეები გაივლიან ზოგად კურსს მეწარმეობაში და გაეცნობიან ბიზნეს ტილოს პრინციპებს.
** მე-2 დონეზე, რომელიც 6 ტრენინგ-სემინარს მოიცავს, მონაწილეები შეისწავლიან ბიზნეს იდეების გარდაქმნას ბიზნეს პროექტებად, მიიღებენ მათზე მორგებულ პრაქტიკულ რჩევებს და უკუკავშირს და შეისწავლიან პრეზენტაციის უნარებს. მე-2 დონეზე მხოლოდ ის მონაწილეები გადავლენ, რომელთაც ზუსტად აქვთ გადაწყვეტილი ბიზნეს პროექტის წერა და მისი პრაქტიკაში განხორციელება.
** მე-2 დონის კურსდამთავრებულები მომზადებულ ბიზნეს გეგმებს წარადგენენ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" საინვესტიციო კომისიასთან;
** საუკეთესო ბიზნეს პროექტები მიიღებენ თანადაფინასებას ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალისგან." დაფინანსების ტიპი: 2 წლიანი უპროცენტო არაუზრუნველყოფილი სესხი, რომელიც 2 წლის შემდეგ შესაძლებელია კაპიტალად კონვერტირდეს.

სერტიფიკატები გადაეცემათ ორივე დონის კურსდამთავრებულებს.

დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: სააპლიკაციო ფორმა

მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციების საფუძველზე.

შერჩეულ კანდიდატებს პროგრამის წარმომადგენლები თავად დაუკავშირდებიან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: +995 591 15 15 90 ან დაგვეკონტაქტეთ Facebook გვერდებზე: "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" და "USAID YES-Georgia ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში".

პროგრამის შესახებ:

USAID-ის პროგრამა "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი".

USAID YES-Georgia პროგრამა ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდების და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, პროგრამა ეხმარება დამწყებ მეწარმეებს და პროფესიონალებს.

2016 წლიდან "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლამ", რომელიც პროგრამა USAID YES-Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა, ჯამში მიიღო 5, 000 განაცხადი. 1, 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა ტრენინგ კურსი, ბიზნეს პროექტები წარმოადგინა 468-მა კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 89-მა მიიღო თანადაფინანსება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალისგან".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |