www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხორცისა და თევზის დამუშავების სპეციალისტი
მომწოდებელი: კაფე-რესტორანი სტრადა
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას ხორცისა და თევზის დამუშავების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - თბილისი, საბურთალო;
სამუშაო განაკვეთი - კვირაში 5 დღე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ხორცის და/ან თევზის დამუშავების მინიმალური სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ენერგიული;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ხორც-პროდუქტების, ნახევარფაბრიკატების დამუშავება;
** მის პასუხისმგებლობაში არსებული პროდუქციის კალკულაციის დათვლა;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება: "ხორცისა და თევზის დამუშავების სპეციალისტის", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |