www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ტუმბო
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

შპს "ტუმბო" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობაა წყლის და ჰაერის სისტემებით, როგორც საცალო ასევე საბითუმო ვაჭრობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. ბელიაშვილის 23
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 09:00-18:00; შაბ- 09:00-15:00;
ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული + ბონუსი კვალიფიკაციის შესაბამისად.
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** არსებულ კორპორატიულ კლიენტებეთან ურთიერთობა
** სხვადასხვა სახის კორპორატიული შეთავაზებების მომზადება
** ახალი კორპორატიული კლიენტების მოზიდვა
** კომპანიისათვის ახალი ქსელური კლიენტების მოძიება
** არსებულ/ახალ მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება
** კორპორატიული კლიენტების მონიტორინგი
** სამუშაოების დაგეგმვა და ანალიზი
** ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება
** პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზება
** თვის ანგარიშგების მომზადება და ანალიზი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალური, კომუნიკაბელური, თავაზიანი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

კომპანია "ტუმბო" შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: info@tumbo.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |