www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომლის/მენეჯერი
მომწოდებელი: ოფისმარტი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

"ოფისმარტი" არის საოფისე მომსახურების კომპანია, რომელიც ემსახურება ასობით ორგანიზაციას სრულიად საქართველოს მასშტაბით და ამარაგებს მათ სხვადასხვა დასახელების საოფისე ნივთებითა და მოწყობილობებით.

კომპანია "ოფისმარტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის/მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასაქონლო პორტფელის სრულყოფილად ცოდნა;
** შეკვეთების სრულყოფილად გასვლის უზრუნველყოფა;
** საქონლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი კონტროლი;
** სასაქონლო ნაშთების სიზუსტის უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა სასაწყობე საქმიანობაში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გამართული მეტყველება;
** მართვისა და მენეჯერული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საბუღალტრო პროგრამა "ფინას" ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასაქონლო ზედნადებებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები/პიროვნული თვისებები:

** კანდიდატს მოეთხოვება იყოს დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ საკუთარი დროის ორგანიზების უნარი;
** კანდიდატი უნდა იყოს პასუხისმგებლობიანი საკუთარი საქმიანობის მიმართ;
** არაკონფლიქტურობა და კოლეგიალობა არის მაღალი მნიშვნელობის.

სხვა ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად (მინიმუმ - 600 ლ / მაქსიმუმ - გამოცდილებისა და უნარების შესაბამისად)
** მისამართი: ქ. თბილისი, ბარამიძის ქ. 5ა (მეტრო გურამიშვილთან)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: officemartjob@gmail.com და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |