www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში.

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-მდე თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით 6 დიდ ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, მარნეული.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენთან დაგხვდება:

** მეგობრული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

ფუნქცია მოვალეობები: ჰიპერმარეკეტის და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ოპერატიულობა;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:
გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი).

შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2Yx0jEI
მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |