www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: მეპერსი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

"მეპერსი" გახლავთ წამყვანი და მზარდი საინჟინრო საპროექტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ამიერკავკასიაში გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, ხანძარქრობისა და წყალმომარაგების სისტემების სფეროში. ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, მაღალი ხარისხის პროდუქციას, უფასო კონსულტაციებს, პროექტირებას, მონტაჟს, გაყიდვების შემდგომ საგარანტიო მომსახურებასა და ქარხნულ გარანტიას.

შპს "მეპერსი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

მოვალეობის/სამუშაოს დეტალური აღწერა:

** კუთვნილი მანქანის დადგენილი მარშრუტის მიხედვით მართვა;
** კონტეინერიდან პროდუქტის დაცლაში მონაწილეობა;
** პროდუქტის გადატანის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა და პროდუქტის სავაჭრო სახის შენარჩუნების უზრუნველყოფა;
** ავტომანქანის მოძრაობის წესების მიხედვით უსაფრთხოდ მართვა და გადაზიდვის ნებისმიერი წინასწარ დადგენილი მიმართულებით დროულად განხორციელება;
** მინდობილი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** მინდობილი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მდგომარეობაზე მუდმივი მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;
** საჭიროების შემთხვევაში მინდობილი სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის დაფიქსირებისთანავე/შესაძლო გაუმართაობაზე ეჭვის გაჩენისთანავე ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** დავალებისამებრ გადაზიდვების დროულად განხორციელება;
** მინდობილ სატრანსპორტო საშუალებაში ტვირთის ჩატვირთვისას, მისი ოპტიმალური და უსაფრთხო განლაგების მონიტორინგი;
** საჭირო დოკუმენტაციის ზედმიწევნით ზუსტად შევსება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: 1000 ლარი
სამუშო გრაფიკი: კვირაში ექვსი დღე - 10:00 საათიდან 19:00 საათამდე
სახელფასო სარგო: 724-860 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტის მისამართზე: g.valevich@meppers.com.

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს WEB-გვერდს:
www.meppers.ge
https://www.facebook.com/meppersGeorgia/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |