www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროფესიული საგანმანათლებლო რესურსის რედაქტორი
მომწოდებელი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA" სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა სამშენებლო კომპანიებმა 2015 წელს დააარსეს. ასოციაციის მისიაა, დაიცვას წევრი კომპანიების ინტერესები, ხელი შეუწყოს მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების, სტანდარტების დანერგვას, ბაზრის გაჯანსაღებასა და სამშენებლო სექტორის გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობას.

"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია" გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) მხარდაჭერით, პროგრამის "კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში, აცხადებს კონკურსს: "ელექტროობისა" და "შედუღების" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის - თეორიული და სამუშაო (პრაქტიკული) სახელმძღვანელოების რედაქტორის შესარჩევად.

პროექტი მიზნად ისახავს, პროგრამების: "ელექტროობისა" და "შედუღების" განმახორციელებელ საქართველოში არსებულ პროფესიული განათლების ყველა პროვაიდერს, მიაწოდოს სასწავლო ლიტერატურა, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს თეორიული და პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებას საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამის საკითხებზე და პრაქტიკაზე ორიენტირებული ამოცანების შესრულებას.

პროექტის ფარგლებში კონკურსი ცხადდება 1 ვაკანტურ პოზიციაზე.

შესასრულებელი სამუშაო:

** შედუღებისა და ელექტროობის პროფესიული სასწავლო სახელმძღვანელოსა და სამუშაო წიგნის რედაქტირება;
** პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობა.
** წარმოსადგენი პროდუქტები: პროფესიული სასწავლო სახელმძღვანელო და სამუშაო წიგნი

მიზანი: პროფესიული კოლეჯების სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის კონკრეტული სპეციალობის, ელექტროობის, სასწავლო ლიტერატურის შექმნა.

1) თეორიის წიგნი

საგანმანათლებლო პროგრამის მოდულებში არსებული საკითხების ახსნა, განსაზღვრა. აუცილებელია, მოიცავდეს: ტექნიკურ ტერმინებს, ილუსტრაციებს, გრაფიკებს, რომლებიც კონკრეტული სამუშაო პროცესების, სამუშაო ინსტრუმენტების, აღჭურვილობების შესახებ ინფორმაციის გასაგებადაა აუცილებელი.

2) სამუშაო წიგნი

** სასწავლო თეორიასთან დაკავშირებული კითხვარები, პრაქტიკული ამოცანები;
** სამუშაო წიგნი უნდა მოიცავდეს კონკრეტული დავალებების სწორ პასუხებსა და პრაქტიკული ამოცანების საუკეთესოდ გადაწყვეტის შეთავაზებებს;
** პასუხების ნაწილი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული კოლეჯის/კოლეჯების პედაგოგებისათვის.
** აღნიშნული წიგნების სტრუქტურა განხილული იქნება შემდგომი პირების მიერ: ავტორი, რედაქტორი, "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია" და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი.

კონკურსანტის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

** უმაღლესი განათლება - (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული) ენერგეტიკის/ელექტრო-ინჟინერიის/მშენებლობის (სასურველია) მიმართულებით;
** სასწავლო რესურსის (სახელმძღვანელოს, სალექციო კურსი ან ნებისმიერი სამეცნიერო ლიტერატურა) რედაქტირების გამოცდილება;
** ქართული და რომელიმე უცხოური ენის (უპირატესია ინგლისური, გერმანული) ცოდნა.

კონკურსი ჩატარდება ორ ნაწილად:

I ნაწილი: დოკუმენტების გადარჩევა/განხილვა
II ნაწილი: გასაუბრება

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

** რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დიპლომის; აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, შესაქმნელი საგანმანათლებლო რესურსის საგნობრივ სფეროში პროფესიული გადამზადების ან კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი);
** სასწავლო რესურსის ელექტრონული/ნაბეჭდი ვარიანტი/ვებსაიტის ბმული (დამხმარე სახელმძღვანელო, სალექციო კურსი, სალექციო კონსპექტი, გზამკვლევი, სასწავლო ელემენტი ან სხვ.)

გთხოვთ, აღნიშნული დოკუმენტაცია გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@icca.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის მიღების ვადა: 10 თებერვალი, 2022



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |