www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება HR დეპარტამენტში
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს სტაჟირებას HR დეპარტამენტში ადმინისტრირებისა და კომპენსაციების მიმართულებით.

სსამუშაო ადგილი: ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
ანაზღაურება: 250 ლარი

ფუნქციები:

** პერსონალის პირადი საქმეების წარმოება, ინფორმაციის ასახვა პროგრამაში და რეესტრის განახლება;
** პირადი საქმეების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში პერსონალის შრომითი ხელშეკრულებების და მათი ცვლილებების მომზადება, ვადების კონტროლი და ხელმოწერის პროცესის მონიტორინგი.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS Excel, Word);
** გუნდური მუშობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 იანვარი, 2022 წელი

გისურვებთ წარმატებას!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |