www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის თანამდებობაზე ახმეტის სერვისცენტრში.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისცენტრის კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;
** კლიენტებისათვის პროდუქტებზე/მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი საჭიროების ანალიზი და კონსულტაცია;
** არსებული პროდუქტების გაყიდვა;
** კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;
** სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
** ქართული ენის ცოდნა;
** რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** MS პროგრამების ცოდნა;
** მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართულად მეტყველება;
** გუნდური მუშაობა.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

** ინდივიდუალური გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV)შემდეგი ელფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |