www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: One Point
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

HR აუთსორსინგული კომპანია "ვან ფოინთი - One Point" - პარტნიორი ორგანიზაციის, ტექნიკის მაღაზიათა ქსელისთვის - აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო ოპერაციების წარმოება სტანდარტების დაცვით
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია 1C-ის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოტივირებულობა;
** პასუხისმგებლიანობა.

როგორ დაგვიკავშირდე?

გამოგვიგზავნე CV ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@onepoint.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება, ან შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://bit.ly/2SClDeU და მოგვწერე პირად შეტყობინებაში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნებისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |