www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღმასრულებელი ასისტენტი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

"დრიმლენდ ოაზისი" წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს.

კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეს და პრემიუმ სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსს. 2013 წლიდან, ქართული ბაზრისთვის კურორტის განვითარების სრულიად ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც მუდმივი განვითარების პროცესშია და მიჰყვება მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს.

კომპლექსი მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს.

კომპანიას აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - დაბა ჩაქვი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომლების კოორდინაცია და მართვა
** თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგი
** კომპანიის ყოველდღიური საქმეების მართვა და მუდმივი მონიტორინგი, მაქსიმალური ხარისხობრივი ეფექტის მისაღწევად
** მიმდინარე პროექტების ხარისხიანად და დროულად დასრულების მონიტორინგი
** ორგანიზაციის არსებული სტანდარტების დაცვის მონიტორინგი და ახალი სტანდარტების დანერგვაში ხელშეწყობა
** კომპანიის მიერ შემუშავებული რეპორტინგის სისტემის კონტროლი და სისტემის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ხედვა/სტრატეგიული აზროვნება
** მიზანსწრაფული და შედეგზე ორიენტირებული
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** კოლეგიალურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა

კონკურსის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "აღმასრულებელი ასისტენტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |