www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების კოორდინატორი
მომწოდებელი: უდაბნო
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

კომპანია "უდაბნო" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** აწარმოოს შესყიდვის პროცესისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია;
** კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე აწარმოოს ფასების და საბაზრო ტენდენციების კვლევა/პროგნოზი და შესაბამისად განსაზღვროს შესყიდვების პროცესი;
** ხელმძღვანელის დავალებით მოიძიოს ახალი პარტნიორები და ითანამშრომლოს საიმედო მომწოდებლებთან;
** აწარმოოს შესყიდვა უცხოურ და ადგილობრივ ბაზრებზე და განახორციელოს საქონლის მიწოდება დანიშნულების ადგილამდე.
** გააკონტროლოს მოწოდების ვადები და შეფერხების შემთხვევაში აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს;
** კოორდინირება გაუწიოს მიმდინარე შეკვეთების ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვას;
** იხელმძღვანელოს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების და ვადების მიხედვით;
** გადაამოწმოს შესყიდვის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/ხელშეკრულება;
** ფლობდეს შესყიდვების გაიდლაინებს და მასთან დაკავშირებულ საჭირო დოკუმენტს;
** აწარმოოს მოლაპარაკებები ძირითად მომწოდებლებთან;
** აწარმოოს გადარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია და წარუდგინოს ფინანსურ დეპარტამენტს;
** პერიოდულად მოამზადოს რეპორტი და წარუდგინოს ხელმძღვანელს.

ანგარიშვალდებულია: შესყიდვების მენეჯერის წინაშე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** განათლება შესაბამისი მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
** გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@udabno.com.

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |