www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ვივა დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

"ვივა დეველოპმენტის" გუნდში ვაკანსია გვაქვს მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმების ტიპი/სამუშაო გრაფიკი: სრული - კვირაში 6 დღე

სამუშაოს აღწერა:

** შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა და კომპეტენციის ფარგლებში, მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება/სატელეფონო კონსულტაცია;
** შემომავალი ზარების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზაში ასახვა;
** მომხმარებლის ვიზიტის ორგანიზება;
** ვიზიტის დასადასტურებლად გამავალი ზარების შესრულება;
** ყოველდღიური რეპორტების მართვა;
** გაყიდვების სამსახურთან კოორდინირებული მუშაობა;
** პერიოდულად ტელეფონის საშუალებით მომხმარებელთან დაკავშირება და კომპანიაში მიმდინარე სიახლეების, აქციების გაცნობა/შეთავაზება;

ძირითადი მოთხოვნები:

** ქოლ-ცენტრში ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, უცხო ენების: ინგლისური, რუსული, საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** გამართულად ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის წარმართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალების მიმართ ორიენტირებული
** დროის მართვის უნარი

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ვივა დეველოპმენტის გუნდს, გთხოვთ, 6 თებერვლამდე გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: sales@viva.ge

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |