www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 24 იანვარი

"პსპ ფარმა" აცხადებს ფსიქოლოგის ვაკანსიას სერვისის განვითარების მიმართულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** აფთიაქებში მომსახურების სტანდარტების დანერგვის მიზნით პერსონალის მომსახურების მონიტორინგი;
** მონიტორინგის შედეგების კომპიუტერულ პროგრამაში ასახვა;
** მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით მომსახურების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
** თანამშრომელთან უკუკავშირი და სიღრმისეული ინტერვიუს ჩატარება;
** მომსახურების სტანდარტების სრულყოფაში მონაწილეობის მიღება;
** მომსახურების ობიექტის ანალიზი სერვისის კუთხით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** სასურველია სერვისის ან სერვისის მონიტორინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტების განაცხადები.

პიროვნული თვისებები:

** ობიექტურობა/მიუკერძოებლობა;
** კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** დადგენილ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 24 იანვარი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |