www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აქტივების შეფასების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას აქტივების შეფასების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის (4%);
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ჯგუფის ყოველდღიური საქმიანობის განსაზღვრა, საქმის ეფექტური განაწილება;
** გუნდის წევრების სამოტივაციო სისტემის შექმნა, მუდმივი ზრუნვა მოტივაციის ამაღლებისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით;
** გუნდის წევრებთან მიმდინარე პრობლემურ სიტუაციებზე მუშაობა და ემოციური ბალანსის შექმნა;
** დაკავშირებულ სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
** აქტივების შეფასება, რაც ითვალისწინებს საბაზრო და სალიკვიდაციო ღირებულების განსაზღვრას;
** ლიზინგის აქტივების გეგმური მონიტორინგის პროცესში საჭიროებისამებრ ჩართულობას და მართვას (პროცესი ითვალისწინებს აქტივების ტექნიკურ-ფუნქციონალურ შემოწმებას და დასკვნის მომზადებას);
** შეფასების პროცესის კონტროლი, პროცედურასთან შესაბამისობის კუთხით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მოძრავი ქონების საშემფასებლო სერტიფიკატი;
** ავტოსატრანსპორტო, საგზაო/სამშენებლო და სპეც. ტექნიკის ტექნიკური ცოდნა;
** სამედიცინო აქტივების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საწარმოო დანადგარების ტექნიკური ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |