www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: გარდაბნის თბოსადგური 2
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

შპს "გარდაბნის თბოსადგური 2", აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი (შენიშვნა: ქ. თბილისიდან/ქ. რუსთავიდან სამუშაო ლოკაციამდე და უკუმიმართულებით ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ).

ძირითადი მოვალეობები:

** აუდიტორებისათვის ინფორმაციის დამუშავება და მიწოდება
** საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მარეგულირებლებისათვის ინფორმაციის დამუშავება და მიწოდება;
** კომპანიის ენერგეტიკულ ბირჟაზე და სხვა დაკავშირებულ ბაზრებზე ვაჭრობის მონიტორინგი;
** კომპანიის ენერგეტიკულ ბირჟაზე და სხვა დაკავშირებულ ბაზრებზე ვაჭრობის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის ბიზნეს გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და შემუშავებული ბიზნეს გეგმის მონიტორინგი;
** კომპანიის კომერციული სამსახურის მუშაობის პროცესში ჩართულობა და ფინანსური კონსულტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** IFRS სტანდარტების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია პროფესიული კვალიფიკაცია - ACCA ან CFA;
** 1С პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ფლობა;
** ჩაბარებული საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გამოცდა ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარები:

** დისციპლინირებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტური განაწილების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

მოცემულ ვაკანსიაზე განაცხადის წარმოდგენის მიზნით, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@tpp.ge არაუგვიანეს 2022 წლის 25 იანვრისა. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

შენიშვნა:

** დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას.
** გთხოვთ არ შემოიტანოთ აპლიკაცია, თუ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ საკვალიფიკაციო და საგანმანათლებლო მოთხოვნებს.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |