www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: რესტორანი თამარა
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

პრემიუმ დელიკატესების ქსელი "Gastronome" ბაზარზე წარმოდგენილია შვიდი ფილიალით და Shop & Dine კონცეფციის რესტორნებით "Bistro By Gastronome" და "Argentinian Steakhouse By Gastronome". სულ მალე, ამ ჩამონათვალს დაემატება ახალი ქართული რესტორანი "თამარა", რომელიც მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში, მეიდანზე.

ვიწვევთ გუნდის წევრებს დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სამუშაო პროცესის მუდმივი მონიტორინგი;
** ობიექტზე წესრიგის და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა;
** შიდა ტერიტორიაზე შემოსული სტუმრების კონტროლი;
** სხვადასხვა დარღვევათა დროული აღმოჩენა და მათზე რეაგირება;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
** უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის უშუალო დავალებების შესრულება;
** კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის სამსახურებთან დაკავშირება დროული რეაგირებისთვის.

ძირითადი მოთხოვნები და უნარები:

** სასურველია მსგავს თანამდებობაზე 1 წლიანი გამოცდილება
** სავალდებულოა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოწმობის წარდგენა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** სპორტული აღნაგობა.

ანაზღაურება: 700 ლარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

დაინტერესების შეთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@gastronome.ge და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |