www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR ადმინისტრირების და კომპენსაციების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრირებისა და კომპენსაციების მართვის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ნავთლუღის ქ. #39/41
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** პერსონალთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ბრძანებებისა და სხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება, რეესტრის წარმოება;
** პერსონალის საკადრო ცვლილებების ასახვა ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ პროგრამაში და შესაბამისი დოკუმენტის მომზადება;
** პერსონალის მიღება/გათავისუფლებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და ხელმოწერის უზრუნველყოფის მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით უპირატესია;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე: MS Office (MS Excel, MS Word).

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@orinabiji.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 იანვარი, 2022 წელი.

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |