www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: sushi24.ge
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

სს "სუში მანია", აზიური სამზარეულოს მიწოდების სერვისი "sushi24.ge" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 2/2 (2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე) 12 საათიანი სამუშაო ცვლა. (როგორც დღის ასევე ღამის ცვლები.)

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება-გადანაწილება;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის ხარისხიანად და დროულად მიწოდების კონტროლი;
** სალაროს კონტროლი;
** ძირითადი ფორმების და დოკუმენტაციის წარმოება.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარ-ჩვევები.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@sushi24.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრატორი".

წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ ორგანიზაცია უფლებამოსილია, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |