www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

დელიკატესებისა და პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მაღაზიათა ქსელი "Gastronome • გასტრონომი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების გამზადება წინასწარ გაწერილი რაოდენობების, პოზიციების მიხედვით;
** წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე პროდუქციის გადატვირთვა;
** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მიწონვა და მანქანის დატვირთვა;
** ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის მიღება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
** ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** კომპანიის ანგარიშზე დღის ბოლოს ნაღდი ფულის შეტანა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სასურველია დისტრიბუტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში პროდუქტიულად მუშაობის უნარი.

აუცილებელია აპლიკანტი აკმაყოფილებდეს სადაზღვევო კომპანიის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს:

** ასაკი - არანაკლებ 21 წლისა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** ავტომობილის მართვის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gastronome.ge. სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |