www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: ბრიტანულ-ქართული აკადემია
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

"ბრიტანულ-ქართულ აკადემია" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე 2022 წლის თებერვლამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** სკოლის შენობის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი;
** ობიექტის მატერიალური ფასეულობების გატანა-შემოტანის მონიტორინგი;
** განსაკუთრებული ღონისძიებების დროს უსაფრთხოების პროცედურების ზედმიწევნით შესრულება და კოორდინირება;
** მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლებისა და სტუმრების შენობაში შესვლისა და გასვლის მონიტორინგი და აღრიცხვა;
** შენობაში უცხო პირთა შესვლის აღკვეთა;
** თანამშრომლებისა და სტუმრების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** სასწავლო დღის ბოლოს შენობის ინფრასტრუქტურის შემოწმება და მოწესრიგება;
** საგანგებო სიტუაციების დროს მოსწავლეების, თანამშრომლებისა და შენობაში მყოფ სხვა პირთა დაცვა და მათი ევაკუაციისთვის ხელშეწყობა;

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** კომუნიკაციისა და ორგანიზებულობის უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: bga@bga.ge 2022 წლის 31 იანვრამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - უსაფრთხოების თანამშრომელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |