www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამული ტექნიკოსი
მომწოდებელი: One Point
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

HR აუთსორსინგული კომპანია "ვან ფოინთი - One Point" - პარტნიორი ორგანიზაციის, ტექნიკის მაღაზიათა ქსელისთვის, აცხადებს ვაკანსიას პროგრამული ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰუალინგი-თბილისის ზღვის პლაზა.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** საჭიროების შემთხვევაში რეალიზებული პროდუქციის შემოწმება დატესტვა მათი პროგრამული უზრუნველყოფა (პერსონალურ კომპიუტერებზე, ლეპტოპებზე, სმარტფონებსა და პლანშეტებზე);
** რეალიზებული პროდუქციის საგარანტიო სერვისის მომსახურების წარმოება;
** სხვადასხვა პროგრამული მომსახურებების გაწევა ( windows, android, MacOS, Gmail და ა, შ).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
** აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

როგორ დაგვიკავშირდე?

გამოგვიგზავნე CV 31 იანვრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@onepoint.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

ან შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://bit.ly/2SClDeU და მოგვწერე პირად შეტყობინებაში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნებისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |