www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტურ-მენეჯერი
მომწოდებელი: Riviera Group
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

ტურისტული კომპანია "RIVIERA GROUP" აცხადებს ვაკანსიას ტურ-მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ტურისტული პროდუქტის შექმნა მთელი საქართველოს მასშტაბით და მათი რეალიზება;
** ჯავშნების განხორციელება;
** მონაცემთა ბაზების შედგენა და განახლება;
** ტურის მიმდინარეობის კონტროლი;
** ტურის პროგრამის მომზადება;
** სერვის მომწოდებლების შერჩევა, მომწოდებლებთან ურთიერთობის დამყარება, ფასის შეთანხმება, კონტრაქტის გაფორმება, მათგან მომსახურების პაკეტის სრულყოფილი აღწერილობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი განათლება (სასურველია) ტურიზმის მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტურიზმის სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

გამოსაცდელი ვადა 1 თვე
ანაზღაურება შეთანხმებით გამოცდილებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: rivieragroupge@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |