www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: F&B მენეჯერი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

"დრიმლენდ ოაზისი" წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს.

კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეს და პრემიუმ სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსს. 2013 წლიდან, ქართული ბაზრისთვის კურორტის განვითარების სრულიად ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც მუდმივი განვითარების პროცესშია და მიჰყვება მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს.

კომპლექსი მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს.

კომპანიას აცხადებს ვაკანსიას F&B მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - დაბა ჩაქვი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საკვებ და სასმელ ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლების მართვა
** საკვები და სასმელი ობიექტების მარაგების კონტროლი და მონიტორინგი
** არსებული ობიექტების სერვისის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა
** რესტორნების გეგმის შემუშავება და გეგმის შესრულებაზე ზრუნვა
** ბიუჯეტის შედგენა/დამტკიცება და შემდგომი მონიტირონგი ეფექტურ გახარჯვიანობაზე
** დღიური გაყიდვების მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება
** კერძებისა და სასმელების ტექნოლოგიური ბარათების შექმნის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საერთაშორისო/ბრენდულ სასტუმროში F&B მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3წლიანი გამოცდილება
** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა
** მომსახურების სერვისის სტანდარტების ცოდნა
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel -ის ცოდნა
** HACCP-ის სტანდარტების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ხედვა/სტრატეგიული აზროვნება
** გუნდის მართვის უნარი
** მიზანსწრაფული და შედეგზე ორიენტირებული
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ფუნქციების სწორად გადანაწილების უნარი
** თვითგანვითარებულობაზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

კონკურსის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hoteloasis.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "F&B მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |