www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ისი პარი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

პარფიუმერული ქსელი "ისი-პარი" 1995 წლიდან ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სწრაფად განვითარების პარალელურად კომპანია უზრუნველყოფს, რომ მსოფლიო სიახლეებმა და პრეზენტაციებმა დაუყოვნებლივ მოაღწიოს ქართველ მომხმარებლამდე. ჩვენი პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას.

"ისი-პარი" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო ადგილი: ვაშლიჯვარი, პ. სარაჯიშვილის 17ა.
სამუშაო გრაფიკი: 9:30-18:00
დასვენების დღეები: შაბათი და კვირა
შრომის ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში მომსახურების სტანდარტის დაცვის მონიტორინგი, როგორც გეგმიური/არაგეგმიური ვიზიტების, ასევე ვიდეო/აუდიო შემოწმების საშუალებით;
** ფილიალების ვიდეო/აუდიო მონიტორინგი და შესაბამისი რეპორტის მომზადება მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;
** ცხელი ხაზის (ონლაინ მომსახურების) აუდიო მონიტორინგი და შესაბამისი რეპორტების მომზადება
** მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის შემოწმებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის პროექტებში მონაწილეობა და უშუალო მონიტორინგი
** კვარტალურად ადგილზე დაკვირვების განხორციელება თითოეულ ობიექტზე და გაწერილი მახასიათებლების მიხედვით თითოეული თანამშრომლის შეფასება;
** საეჭვო პირის ან ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში შესაბამის რეაგირება, უსაფრთხოების სამსახურის და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** საჭიროების შემთხვევაში მაღაზიებში გაცემული საჩუქრების მონაცემების (დასახელებები, რაოდენობები მაღაზიების მიხედვით) მიღება და ამ მონაცემზე დაყრდნობით მომხმარებლებზე საჩუქრების გაცემის მონიტორინგი, როგორც ვიზუალური - კამერების საშუალებით, ისე პროგრამულ გატარებებთან ვიზუალური მონაცემის შედარების გზით;
** საჭიროების შემთხვევაში კომპანიაში დაგეგმილი მარკეტინგული აქციების დროს ინფორმაციის მიღება აქციის ტექნიკურ დეტალებზე და მაღაზიაში აქციასთან დაკავშირებული აქტივობების (ფლაიერების, სარეკლამო ხასიათის ბუკლეტების, საჩუქრების გაცემა) განხორციელების მონიტორინგი;
** საჭიროებიდან გამომდინარე მომხმარებლების რაოდენობისა და განხორციელებული გაყიდვების მონაცემების პროგრამული ანალიზი;
** შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების შესახებ.

კვალიფიკაცია:

** განათლება - უმაღლესი
** სასურველია მომსახურების მონიტორინგის სფეროში მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** ინფორმაციის ანალიზის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** დარწმუნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr-iciparis@prestige.ge 2022 წლის 12 თებერვლამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის (მონიტორინგის სპეციალისტი) დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |