www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა.

"ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას ყასბის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოში შემოსული ახალი ხორცის ხარისხის შემოწმება და ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად ხორცის დამუშავება/განძრღვა და დარბილება;
** საქონლის/ღორის ტუშის დაშლის შედეგად მიღებული პოზიციების წონების განსაზღვრა და დაფიქსირება;
** ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ფიზიკურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 13 თებერვალი.

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტაზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |