www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: მისტერ მასტერი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში. საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge | https://www.facebook.com/mrmaster.ge/

კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. 24
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობიდან მარაგნაწილების და ინსტრუმენტების მიღება - გაცემა;
** სადისტრიბუციო ბორტების პერიოდული აღწერა;
** საწყობში არსებული მარაგების რაოდენობების კონტროლი;
** საჭიროებისამებრ სასაწყობე მარაგების შევსებაზე მოთხოვნის წაყენება;
** წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა;
** საქონლის, მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების შესაბამის პროგრამაში ასახვა;
** სხვა სამსახურეობრივი დავალებების შესრულება ხელმძღვანელის მითითებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლამდე გამოცდილების ქონა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია, პროგრამა 1C - ში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** კეთილსინდისიერება.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საკომპენსაციო პაკეტს კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე.
** სატელეფონო სასაუბრო დროს და ინტერნეტ ბალანსს;
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

თუ თვლით, რომ აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სამუშაოს არსებითი სპეციფიკა შეესაბამება თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - HR@mrmaster.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება " საწყობის თანამშრომელი"

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "მისტერ მასტერის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 12 თვის ვადით.

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ !



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |