www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხელოსანი - სხვადასხვა
მომწოდებელი: მისტერ მასტერი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში. საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge | https://www.facebook.com/mrmaster.ge/

მათთვის ვინც დაინტერესებულია, მუდმივი, სტაბილური სამსახურითა და მაღალი ანაზღაურებით, კომპანია "მისტერ მასტერი" სთავაზობს დასაქმების შესაძლებლობას შემდეგი მიმართულებით:

** უნივერსალური ხელოსანი;
** უნივერსალური ელექტრიკოსი;
** სანგრევი სანტექნიკოსი;

1. უნივერსალური ხელოსანი

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ყოველთვიურ ანაზღაურებას 2000 - 2500 ლარამდე;
** ნორმირებულ სამუშაო გრაფიკს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობის "B" - კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილის ქონა;
** გამოცდილების ქონა შესაბამის სფეროში;

უნივერსალური ხელოსნის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შუშის ჩასმა (ხე/მეტალოპლასტმასი/ალუმინის კარ-ფანჯარაზე);
** რკინის/ ხის/ მეტალოპლასტმასის/ ალუმინის კარზე საკეტის მონტაჟი;
** მეტალოპლასტმასის/ალუმინის კარ-ფანჯრის რეგულირება;
** ინტერნეტის/ ტელევიზორის ჯეკის მონტაჟი;
** ავტოგენი/გაზოსვარკა + სხვა სამუშაოები;
** ელ.სვარკა კარის/ფარეხის/მოაჯირის;
** გაზის გამათბობლის მონტაჟი/ დემონტაჟი - კარმა/ლონგვი და სხვა;
** სამ/ოთხ პოლუსიანი ელ. ავტომატის მონტაჟი, დემონტაჟი, შეკეთება ;
** ცენტრალური ღია პლასტმასის ვენტილის შეცვლა/ შეკეთება 40 მმ-მდე
** ავეჯის აწყობა (საწოლი/ტუმბო/მაგიდა);
** აბაზანის აქსესუარების, სარკის მონტაჟი;
** ტელევიზორის მონტაჟი;
** ფარდის კარნიზის მონტაჟი;
** სამზარეულოს გამწოვის მონტაჟი;
** კარზე შვეიცარის/მზღუდავის მონტაჟი;
** ამსტრონგის ჭერის მონტაჟი/შეკეთება;
** კედლის გახვრეტა;
** უნიტაზის/ნიჟარის/ონკანის /ვენტილის /დრეკადი მილების მონტაჟი;
** პლასტმასის მილების შედუღება;
** საშხაპე კაბინების აწყობა;
** აბაზანის მონტაჟი;
** ელ.ბაკის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
** ნათურის/დროსელის/ამომრთელის/ჭაღის/სანათი დემონტაჟი, მონტაჟი და შეკეთება;
** ჩამრთველის/როზეტის დემონტაჟი, მონტაჟი და შეკეთება;
** სენსორული განათების მონტაჟი;
** ელ.სადენის მოჭიმვა ღია/დახურული გაყვანილობა;

2. სანგრევი სანტექნიკოსი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ყოველთვიურ ანაზღაურებას 3000-3500 ლარამდე;
** ნორმირებულ სამუშაო გრაფიკს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობის "B" - კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილის ქონა;
** გამოცდილების ქონა შესაბამის სფეროში;

სანგრევი სანტექნიკოსის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ონკანის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
** უნიტაზის, ნიჟარის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
** წყლის/კანალიზაციის შიდა წერტილის შექმნა;
** ხრახნის მოჭრა რკინის მილზე;
** კომპრესორით მილების გაწმენდა;
** სუფთა წყლის, კანალიზაციის, ცენტრალური რკინის, პლასტმასის მილის შეკეთება/შეცვლა - ღია/დახურულ მდგომარეობაში;
** ცენტრალური ვენტილის შეკეთება/შეცვლა ღია/დახურულ მდგომარეობაში;
** სუფთა წყლის მონაკვეთის შეცვლა რკინის, პლასტმასის მილზე ღია/დახურულ მდგომარეობაში;
** წყლის მრიცხველის დემონტაჟი/მონტაჟი;
** წყლის ჟონვის მიზეზის დადგენა/დაზიანებული მონაკვეთის პოვნა;

3. უნივერსალური ელექტრიკოსი

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ყოველთვიურ ანაზღაურებას 1800-2100 ლარამდე;
** ნორმირებულ სამუშაო გრაფიკს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობის "B" - კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილის ქონა;
** გამოცდილების ქონა შესაბამის სფეროში;

უნივერსალური ელექტრიკოსის ძირითადი ფუნქცია -მოვალეობები:

** ჭაღი/ბრა/ამსტრონგის სანათის დემონტაჟი/მონტაჟი/გადაკეთება დიოდურ ნათებაზე;
** ჩამრთველის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
** ელ.ავტომატის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
** ელ.სადენის მოჭიმვა, ღია/დახურული გაყვანილობა;
** დაზიანებული მონაკვეთის პოვნა/აღდგენა.( ე.წ. "პრაზვონკა");
** სენსორული განათების მონტაჟი;
** დენის მრიცხველის ერთფაზა/სამფაზა დემონტაჟი/მონტაჟი;
** ფაზის გადაადგილება;
** ცენტრალური ელ.ფარის აწყობა;
** გენერატორის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV / რეზიუმე ელ -ფოსტაზე HR@mrmaster.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე 032 2 404 404 ჩვენი მისამართია: ვაკე -საბურთალოს რაიონი, უნივერსიტეტის ქ. # 24



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |