www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: დემასი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

შპს "დემასი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.

ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი ჯამური საშუალო ანაზღაურება (ხელზე ასაღები) 1200 ლარი, პლუს ჯანმრთელობის დაზღვევა. კარიერული ზრდის პერსპექტივა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი N 71. სავაჭრო ცენტრი "იდეალი".

სამსახურებრივი მოვალეობა: კლიენტების კონსულტაცია პროდუქციის შესახებ და სარეალიზაციო დოკუმენტაციის გაფორმება საგამოფენო დარბაზში.

სამუშაო პირობები: სამუშაო საათები 09:00-დან 18:00/18.30-მდე, კვირაში ორი დღე დასვენება. სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (ბაკალავრის ხარისხი)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები: კომუნიკაბელურობა, ანალიტიკური აზროვნება, ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი. დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

სტაჟირების ვადა 1 თვიდან 2 თვემდე.

რეზიუმე - სავალდებულოა ქართულ ენაზე.

ელ ფოსტა: salevacancy@demasi.ge
ვებ გვერდი: https://www.demasi.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |