www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შემომავალი ზარების ღამის ჯგუფის კონსულტანტი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

ახალი "ლიბერთი" - ახალი ცხოვრებისთვის! ვაცხადებთ ვაკანსიას დისტანციური მომსახურების ცენტრის შემომავალი ზარების ღამის ჯგუფის კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი.

ფუნქციები:

** არსებული და პოტენციური მომხმარებლისათვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა;
** ბანკის პროდუქტებსა და მომსახურებაზე არსებული და პოტენციური მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** პოტენციური მომხმარებლის დაინტერესება და მოზიდვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების (სასაუბრო) ცოდნა;
** საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ბანკისადმი ლოიალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** კარგი გადმოცემის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა;
** ოპერატიული აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი სამუშაოს შესრულების უნარი.

ანაზღაურება განისაზღვრება - 500 ლარი (ხელზე ასაღები).

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@lb.ge 2022 წლის 28 იანვრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შეტყობინება: "ლიბერთი ბანკი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "ლიბერთი ბანკისთვის" ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, "ლიბერთი ბანკმა" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "ლიბერთი ბანკს" (ვებგვერდზე https://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ლიბერთი ბანკში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "ლიბერთი ბანკში" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |