www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Kärcher
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

"კერხერ-საქართველო" წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Karcher SE & Co.KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისსა და ბათუმში, იგი ასევე ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქუთაისი
** სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:00-18:00);
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5

სერვის ადმინისტრატორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** კლიენტის სერვისში მოსვლის მიზეზების გარკვევა;
** კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი რჩევის მიცემა, დახმარების გაწევა ან შესაბამის თანამშრომელთან მიყვანა/დაკავშირება;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტისათვის სერვისის პროდუქტის შეკეთების განაცხადის შევსებაში დახმარების გაწევა;
** სერვისში მიმდინარე პროცესების ორგანიზება და მართვა;
** კლიენტისგან შევსებული განაცხადის მიღება და შესაბამისი თანამშრომლისთვის გადაცემა შესასრულებლად;
** საჭიროების შემთხვევაში სერვისში საჭირო პროდუქციის შეკვეთა, მიღება და საწყობში განთავსება.

ძირითადი მოთხოვნები:

** 1C პროგრამის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭებათ გამოცდილ კანდიდატებს.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დადგენილ ვადებსა და სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV მისამართზე: Tatia.Machitidze@ge.kaercher.com და გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |