www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Pony Express
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

კომპანია "Pony Express" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ლოჯისტიკური კომპანია "Pony Express" გთავაზობთ მომსახურებას საფოსტო გზავნილების, წერილების, ამანათების, ღია ბარათებისა და დოკუმენტების მიღებას, გადაგზავნასა და ჩაბარებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.

ძირითადი მოვალეობები:

** დაინტერესებული კომპანიებისთვის სერვისის შეთავაზება და კომპანიის სერვისებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა.
** პოტენციურ მომხმარებლებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა.
** ორიენტირება გაყიდვების ზრდაზე.
** არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობის განვითარება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი.
** ანალიტიკური აზროვნება.
** ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი.
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, მიზანდასახულობა.
** გაუთვალისწინებელი შემთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
** რუსული და ინგლისური ენების ფლობა.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
** მეგობრული სამუშაო გარემო
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი (09:30-18:00), შაბათი (09:30-14:00).

საკონტაქტო ელფოსტა: info@ponyexpress.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |