www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" მსურველებს იწვევს ანაზღაურებად სტაჟირებაზე ფინანსურ დეპარტამენტში.

სტაჟირების ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 145
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 350 ლარი

სტაჟირების პერიოდში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეისწავლოთ:

** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება;
** ბუღალტრული გატარებების შესრულება;
** rs.ge-ზე მუშაობა;
** რეპორტების მომზადება;

ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება - სასურველია ფინანსური/ბუღალტრული მიმართულებით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |