www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აპლიკაციების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 26 იანვარი

ახალი "ლიბერთი" - ახალი ცხოვრებისთვის! IT ოპერაციების დეპარტამენტში, ეძებს მოტივირებულ თანაგუნდელს აპლიკაციების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Web Server-ებთან მუშაობის გამოცდილება (IIS, Tomcat, JBOSS, Nginx, etc.)
** API, Web-Sites, Web-Services, Windows Service-ბთან სერვისებთან მუშაობის გამოცდილება (ინსტალაცია, კონფიგურირება)
** სკრიპტებთან მუშაობის გამოცდილება (Bash, PowerShell)
** RabbitMQ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Queue-ბის და Exchange-ბის მართვა, კონფიგურირება)
** ElasticSearch Logstash Kibana სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ლოგების გარჩევა, რეპორტების და სტატისტიკის წარმოება)
** სასურველია ავტომატიზაციის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (Jenkins)
** Monitoring სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Nagios, Zabbix)
** სასურველია Jira-სთან მუშაობის გამოცდილება

პროფესიული და პიროვნული უნარები:

** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარები;
** მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის უნარი;
** მოტივირებული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ბიზნეს პროცესების ცოდნა.

სამუშაო ფუნქცია მოვალეობები:

** უზრუნველყოფს საერთაშორისო და ადგილობრივ ფინანსური და საგადახდო სისტემების აწყობას და გამართვას.
** სერვერებსა და შესაბამის სერვისებზე ახორციელებს განახლებებს, პაჩების და კონფიგურაციის ცვლილებებს
** მონაწილეობს კატასტროფის შემდგომი აღდგენისა და მოწყვლადობის შემცირების გეგმის ფარგლებში ჩატარებულ ტესტირებაში
** პასუხისმგებელია დროულად შეასრულოს IT დეპარტამენტის ან / და ბანკის მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებები
** პასუხისმგებელია აპლიკაციის სერვერების კონფიგურაციასა და საიმედო ფუნქციონირებაზე
** უძღვება და უზრუნველყოფს ტექნიკური პრობლემების მოგვარებას (Troubleshooting) საჭიროების შემთხვევაში პროცესში რთავს ვენდორებს ან სხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს.
** ასრულებს სერვერის ადმინისტრირების დავალებებს, იკვლევს შეცდომებს და შეფერხებებს, უზრუნველყოფს სისტემის არქიტექტურის კომპონენტების და აპლიკაციების სერვერების შეუფერხებელ მუშაობას.
** გეგმავს, კოორდინირებს, ტესტავს ცვლილებებს, განახლებებს / შენარჩუნების გრაფიკებს და ახალ სერვისებს, ინფორმაციას აწვდის IT ოპერაციებს და კლიენტებს, რაც უზრუნველყოფს ბიზნესის ოპერაციების სწორად მუშაობას მიმდინარე დროსა და მომავალში.
** სერვისების ინსტალაციის, განახლების, კონფიგურაციის გაავტომატიზირება (Jenkins)
** Jira-ზე შემოსული მოთხოვნების მართვა (Incident, Patch, Service Request, Change)
** სერვისების აღწერა Jira-ს კატალოგში და შესაბამის ბიზნეს სერვისებზე გადაბმა

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@lb.ge 2022 წლის 26 იანვრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შეტყობინება: "ლიბერთი ბანკი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "ლიბერთი ბანკისთვის" ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, "ლიბერთი ბანკმა" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "ლიბერთი ბანკს" (ვებგვერდზე https://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ლიბერთი ბანკში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "ლიბერთი ბანკში" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |