www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გარე სავაჭრო ქსელის სპეციალისტი
მომწოდებელი: ვიონი საქართველო
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

"ვიონის ჯგუფი" წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. "ვიონის ჯგუფი" 10 ქვეყანაში 5 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი.

"ვიონის ჯგუფის" წევრი კომპანია - შპს "ვიონი საქართველო" საქართველოს ბაზარზე "ბილაინის" ბრენდით ოპერირებს. "ბილაინი" უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3), 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn-ის გვერდი: https://www.linkedin.com/company/veon-georgia/

"ვიონის ჯგუფის" წევრი კომპანია - "ვიონი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას გარე სავაჭრო ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე ახალციხეში, სახელშეკრულებო პირობებით.

ძირითადი მოვალეობები:

გარე სავაჭრო ქსელის სავაჭრო ქსელის მონიტორინგი და კონტროლი:

ა) არსებული სავაჭრო ობიექტების შემოწმება - მარაგების, სარეკლამო და მხარდამჭერი მასალების არსებობის კონტროლი
ბ) არსებული სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლების სწავლება, კონსულტირება, პრობლემების არსებობის შემთხვევაში მათი აღმოფხვრა

ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება და დამატება:

ა) პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკება, პირობების შეთავაზება, ობიექტების შეფასება
ბ) ახალი პარტნიორების დატრენინგება და მხარდაჭერა

საბაზისო სასაწყობო ოპერაციების შესრულება:

ა) საკუთარ საწყობზე პირადი პასუხისმგებლობა, საქონლის ინვენტარიზაცია და ნაშთების კონტროლი
ბ) საქონლის კორექტული მიღება - გატანა კომპანიის პროცედურებისა და კანონის დაცვის გათვალისწინებით.

თუ შენ:

** გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ სტუდენტი
** გაქვს გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სრულყოფილად ფლობ ქართულ ენას და ასევე სასაუბრო დონეზე იცი ინგლისური და რუსული ენები
** სხვადასხვა მობილური აპლიკაციების აქტიური მომხმარებელი ხარ და შეგიძლია საბაზისო კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობა
** გიყვარს კომუნიკაცია და ხარ აქტიური
** შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობა და გადაწყვეტილების მიღება
** გაქვს ანგარიშგების მომზადებისა და საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი
** და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა,

გამოგვიგზავნე რეზიუმე 2022 წლის 30 იანვრის ჩათვლით.

რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

იყო "ვიონის ჯგუფის" წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.

ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას. პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |