www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://grc.ge

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ფეიქართა 14გ
განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

** ფილიალებში სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების კონტროლი;
** პროექტების შედგენის და შეთანხმების უზრუნველყოფა;
** ოფიციალურ სტრუქტურებთან ნებართვების, პროექტების და ნებართვების შეთანხმება;
** დასრულებული სამუშაოების ჩაბარების და ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველყოფა;
** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების კონტროლი.

მოთხოვნები:

** სამშენებლო ან/და არქიტექტურული მიმართულებით 3-4 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობა;
** პოზიცია ითვალისწინებს ხშირ მივლინებებს ქვეყნის ფარგლებს შიგნით არსებულ ფილიალებში.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელფოსტაზე: vacancy@grc.ge 2022 წლის 10 თებერვლამდე.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერი". წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |