www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სტერეო+
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 14 თებერვალი

"Stereo+" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.

"Stereo+" 2002 წლიდან საქმიანობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში: ციფრული მაუწყებლობა, "Stereo+" TV, რადიო "სტერეო +", "ტვ მობაილ".

ფუნქცია-მოვალეობები:

** საანძო მეურნეობაზე საანტენო - ფიდერული მოწყობილობების მონტაჟი/დემონტაჟი
** საანძო მეურნეობაზე მეტალო კონსტრუქციების მონტაჟი/დემონტაჟი
** სარელეო მოწყობილობების მონტაჟი/დემონტაჟი, სამაუწყებლო ტექნიკის მოწყობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

** განათლება საშუალო
** მართვის მოწმობა (2 წლიანი გამოცდილებით, B კატეგორია)
** სასურველია სიმაღლეზე დანადგარ - მოწყობილობებზე მონტაჟის გამოცდილება
** მივლინებებისთვის მზად ყოფნა (საქ. მასშტაბით)
** ასაკი: 40 წლამდე (საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე)

უნარ-ჩვევები:

** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00
** შაბათი 10:00-15:00

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 14 თებერვალი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@digitaltv.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ "ინჟინერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |