www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის უფროსი ოპერატორი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

ალტა აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსი ოპერატორის პოზიციაზე პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** მიღებული საქონლის დახარისხება, დასაწყობება და ვადების კონტროლი;
** საწყობში არსებული ნივთების უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა;
** არსებული ნივთების რაოდენობის სიჭარბის/ დანაკლისის შემთხვევაში შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია;
** შემოსული ნივთების ზუსტი აღწერის და აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** გასაგზავნი ნივთების შესახებ ინფორმაციის კოორდინაცია, ნივთების მომზადება, გადაზიდვისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ატვირთვა პარტნიორ ბრენდების მოთხოვნების მიხედვით;
** სხვადასხვა საწყობებსა და სრტრუქტურებს შორის დროული და ზუსტი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია რუსული ან ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** გამართული წერილობითი კომუნიკაცია;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@alta.com.ge

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |