www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საერთაშორისო გადაზიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნესსექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გადაზიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ტვირთის სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და მართვა;
** გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება;
** ტვირთის წინასწარ განსაზღვრულ ვადებში მიწოდების უზრუნველყოფა;
** ტვირთთან დაკავშირებული დოკუმენტის მიღება, დეტალურად შემოწმება;
** ახალი პარტნიორების მოძიება და არსებულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებულად Excel ის კარგად ცოდნა;
** ინგლისური, რუსული ენების ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2021 წლის 10 თებერვლამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "საერთაშორისო გადაზიდვების სპეციალისტი". წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |