www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამა
მომწოდებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
თანდართული ფაილი: 43904_gipa_2998472.zip
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს მიღებას საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამაზე.

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საბუთები:

** პროფესიული ბიოგრაფია (CV);
** შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი)
** მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
** მაგისტრის დიპლომის დანართი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** ბიომეტრული ფოტოსურათი 3X4 - ზე;
** სადოქტორო კვლევის პროექტი (მინიმუმ 1000 სიტყვა); იხილეთ თანდართული ფორმა
** ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL (P/B 513 score; I/BT 87score); IELTS (5.5 Band); FCE; BEC Vantage; PTE (General level 3); PTE Academic (59p); Michigan ECCE). ასეთის არ არსებობის, შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შიდა გამოცდის ჩატარებას ინგლისურ ენაში; ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ის კანდიდატები, რომლებსაც დასრულებული აქვთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ;

შიდა მისაღები პროცედურები:

** გამოცდა ინგლისურ ენაში;
** გასაუბრება მიმღებ კომისიასთან (იხილეთ დარგობრივი საკითხების ჩამონათვალი თანდართულ ფაილში)

შერჩევის კრიტერიუმები:

** მოტივაცია;
** გამოქვეყნებული ან დასაბეჭდად მიღებული სამეცნიერო ნაშრომების არსებობა;
** დარგის ცოდნა;
** წარმოდგენილი კვლევის პროექტი;
** პროფესიული ბიოგრაფიის შეფასება/სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივობები

საბუთების მიღება მიმდინარეობს 2022 წლის 12 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, იეთიმ გურჯის ქ.#7, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული ვერსია ონლაინ მისამართზე: n.tchigvaria@gipa.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის ადმინისტრაციულ ხელმძღვანელს, ნათია ჭიღვარიას, ტელ: 595 659556

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ თქვენ მაგისტრატურა დამთავრებული გაქვთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან - დიპლომთან ერთად, უნდა წარმოადგინოთ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |