www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Retail Group Georgia
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

ცნობილი საერთაშორისო ჯგუფის - Alhokair-ის წევრი "Retail Group Georgia" 30-ზე მეტი ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის Zara, Massimo Dutti, Mango, Marks & Spencer, Bershka, Pull & Bear, Gap, Aldo, Oysho, Zara Home, U.S. Polo, KIKO Milano, CHARLES & KEITH, Sergent Major, La Senza, Monsoon და ა.შ.

კომპანია "Retail Group Georgia" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ზაჰესში

განსახორციელებელი საქმიანობა:

** ტვირთის ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას დროული მისვლის უზრუნველყოფა შემდეგ ლოკაციებზე: საწყობი ზაჰესში, თბილისი მოლი და სითი მოლი საბურთალოზე
** დადგენილი წესის შესაბამისად ლუქის ნომრის შემოწმება და მთლიანობის დადგენა, დაზიანების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება
** სითი მოლში მანქანის დატვირთვისას რაოდენობების კონტროლი, დალუქვის პროცედურაზე დასწრება და ზედნადების მოთხოვნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B და C კატეგორია
** სატვირთო მანქანის მართვის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
** შრომისმოყვარეობა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** განაკვეთი: ნახევარი
** კვირაში 5 დღე: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 20:00-დან 00:00-მდე.
** ანაზღაურება: 600 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV( რეზიუმე) შემდეგ მისამართზე: cvgeo@fahretail.com. გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მძღოლი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |