www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური პროცესის მართვის ოპერატორი
მომწოდებელი: იტონგ კავკასუსი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

"იტონგ კავკასუსი" დაარსდა 2014 წელს და არის ენერგოეფექტური ავტოკლავური აირბლოკის მწარმოებელი კომპანია."იტონგ კავკასუსს" მოპოვებული აქვს ავტოკლავური აირბეტონის წარმოებისა და რეალიზების ექსკლუზიური უფლება ბრენდ Ytong-ის სახელით.
იტონგის აირბეტონის ბლოკი არის არქიტექტორების, დეველოპერებისა და მშენებლების ნომერ პირველი არჩევანი მსოფლიოს მასშტაბით.

იტონგში ვეძებთ ტექნიკური პროცესის მართვის ოპერატორს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** სასურველია მანქანა-დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ტექნიკური პროცესის მართვის ოპერატორის ფუნქციები იქნება:

** წარმოების ციკლის ინსტრუქციის შესაბამისად მანქანა-დანადგარების მართვა;
** დანადგარის უსაფრთხოდ და ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დანადგარის დაზიანების შემთხვევაში, დროული რეაგირება და შესაბამის მექანიკოსთან გადამისამართება და პროცესში ჩართულობა შეკეთების უზრუნველყოფის მიზნით;
** მაქანა-დანადგარის დასუფთავება;
** საწარმოში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო: 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ხან დღის, ხან ღამის ცვლა (2 დღეში ერთხელ, საშუალოდ, 15 ცვლა)
** მდებარეობა: კახეთის გზატკეცილი, აეროპორტის მიმდებარედ.

თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით თქვენს CV-ს 2022 წლის 30 იანვრის ჩათვლით მეილზე info@ytong.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |