www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: სმარტ კაპიტალ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"Smart Capital Group" უკვე რამდენიმე ათეული წელია რაც ოპერირებს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია ახორციელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს ქვეყნისთვის და ქმნის დივერსიფიცირებულ ბიზნეს გარემოს. ჰოლდინგის საქმიანობის სფეროები ძალიან მრავალფეროვანია, ძირითადი მიმართულებებია: ენერგეტიკა და ნავთობი, უძრავი ქონება და სასტუმროების ბიზნესი, წარმოება და ლოჯისტიკა.

"GeoTextile" არის "Smart Capital Group"-ის ახალი მიმართულება, კერძოდ, სამკერვალო საწარმო, რომელიც დაფუძნდა 2021 წელს. ქარხანა მდებარეობს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, 6000კვ.მ. ფართობის შენობაში და დაასაქმებს 600 თანამშრომელს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ფოთი - თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.

პასუხისმგებლობები:

** ადამიანური რესურსების შერჩევა და დაკომპლექტება;
** პერსონალის შერჩევის სტრატეგიის ჩამოყალიბება პოზიციების მიმართულებებისა და რანგის მიხედვით;
** კომპანიის სტრატეგიის შესაბამისი საკადრო პოლიტიკის დაგეგმვა და აღსრულება;
** ფუნქციებისა და მოვალეობების გაწერა და სამუშაო პრაქტიკასთან ადაპტირება;
** რეკრუტინგის წარმოება სრულ ციკლზე;
** ყველა საჭირო საბუთის მოპოვება, რომელიც საჭიროა ახალ დაქირავებულ თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება
** ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული ცნობების, შეთანხმებების, ბრძანებების, განცხადებების და სხვა მსგავსი დოკუმენტების მომზადება
** შრომითი ხელშეკრულებების ვადების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მათი განახლება;
** პოტენციური კანდიდატებისთვის მიმდინარე ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** კომპანიაში დასაქმების მსურველთა მონაცემთა ბაზის წარმოება და მისი მუდმივი განახლება;
** უსაფრთხოების წესების დანერგვა და მათი მონიტორინგი;
** ადამიანური რესურსების შერჩევასთან და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საქმიანობა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების, სოციოლოგიის და/ან მომიჯნავე დისციპლინების მიმართულებით;
** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი

გამოცდილება:

** შრომის კანონმდებლობის ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: Microsoft Office Word; Excel; Outlook

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
** სამუშაო ადგილი: ფოთი - თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: maia.avalishvili@smartcapital.ge. სათაურის ველში მიუთითეთ "ადამიანური რესურსების მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |