www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Varketili Property
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

შპს "Varketili Property" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც ახალი შემოსულია ქართულ ბაზარზე.ეს არის დეველოპერული კომპანია, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა საცხოვრებელი კომპლექსებისა და სასტუმროს ტიპის სახლების მშენებლობა.მან ჩამოყალიბების დღიდან თავისი საქმიანობის მთავარ მიზნად დაისახა: ხარისხიანი, კომფორტული და ხელმისაწვდომი სახლების მშენებლობა საქართველოს ტერიტორიაზე.

შპს "Varketili Property" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლის მოძიება
** გაყიდვების სამოქმედო გეგმის შემუშავება
** მომხმარებელზე მორგებული, ინდივიდუალური, შეთავაზების მომზადება, წარდგენა და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება
** არსებული მომხმარებლის კმაყოფილებასა და ლოიალობაზე ზრუნვა
** შეხვედრების ორგანიზება და ეფექტური მოლაპარაკების წარმოება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმალური გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
** უცხო ენები: რუსული ენა - სალაპარაკო დონე, ინგლისური ენა - სალაპარაკო დონე

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** დახვეწილი საუბრის მანერა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი

ანაზღაურება: ფიქსირებულს+ბონუსი
გრაფიკი: 10:00-19:00 საათამდე

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე 25 იანვრის ჩათვლით გამოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: lacabidzenini@yahoo.com. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება- გაყიდვების მენეჯერი. გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |