www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: Moore Abc
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე. (www.moore-georgia.ge)

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network LImited- - წარმოდგენილია 112 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 30, 000-ზე მეტი თანამშრომლით. (www.moore-global.com).

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** შიდა შეხვედრების ოქმების მომზადება და დოკუმენტირება;
** თანამშრომელთა მივლინების დაგეგმვაში მონაწილეობა;
** ოფისში შემოსული ზარების პასუხი;
** საოფისე და საკანცელარიო მარაგების მართვა და შეკვეთა;
** კორესპონდენციების ორგანიზება;
** ორგანიზაციის დოკუმენტბრუნვის მართვა;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში თარგმნა;
** კომპანიის მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართული, რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ზოგადი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სწრაფად ათვისების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ყურადღება დეტალების მიმართ

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ 10 თებერვლამდე CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი (სასურველია) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება "ადმინისტრაციული ასისტენტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |