www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: მულტი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე თბილისში.

"მულტი" არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო განრიგი ცვლებში.
მისამართი: თბილისი, ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება.

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:

** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@multimarket.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 998 053.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

"მულტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |