www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ფეიქართა 14გ
განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

** ახალი პროცესების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** ახალი კონტროლის მექანიზმების შემუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში არასტანდარტული იურიდიული და ფინანსური ოპერაციების გადამოწმება და რეკომენდაციების შემუშავება;
** როგორც გეგმური ისე არაგეგმური აუდიტის ჩატარება შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტის, შესყიდვების, წარმოების, საწყობის, გაყიდვების, ფილიალების მართვის აუდიტის კუთხით;
** ინვენტარის, მასალებისა და მარაგების კონტროლი და ინვენტარიზაციები.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავსი მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია 1c პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას;
** ტრენინგების და განვითარების შესაძლებლობას;
** კომფორტულ და სამართლიან სამუშაო გარემოს;
** კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - დაზღვევა, კორპორატიული ტელეფონი და ლიმიტი, საწვავის ლიმიტი და ავტომანქანა სამსახურებრივი საჭიროებისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელფოსტაზე: vacancy@grc.ge 2022 წლის 10 თებერვლამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი". წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |